Tuesday, June 4, 2013

ბარსელონა
ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტოვებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების — "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით "culés" (კულე).

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი "ბარსელონა B", ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

2006-07 სეზონის მონაცემებით "ბარსელონა" მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო 291.1 მილიონი ევროს შემოსავლით.

No comments:

Post a Comment